წაბლანელები ბინებს მომავალ წელს მიიღებენ

28 აპრილი 2017, 00:00 4183 ნახვა

28  წლის  წინ, წაბლანის ტრაგედიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი 220  ოჯახი, ბინებს ბათუმში მიიღებს.  კორპუსის  მშენებლობა  2018  წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს. სამუშაოები  ორი წლის წინ დაიწყო, თუმცა, მაშინ კომპანიამ, რომელიც პროექტს ახორციელებდა, აღებული ვალდებულება არ შეასრულა. სამუშაოები მას შემდეგ განახლდა, რაც პროცესში ახალი სამშენებლო კომპანია ჩაერთო. წაბლანელებთან ერთად საცხოვრებელ ფართს ამავე კორპუსში იძულებით გადაადგილებული კიდევ 164 ოჯახი  მიიღებს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი