ხმაური ბათუმის საკრებულოს სხდომაზე

27 თებერვალი 2025, 14:15 123 ნახვა

ხმაურით დაიწყო ბათუმის საკრებულოს დღევანდელი სხდომა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დეპუტატებმა დიდთოვლობასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს. „ქართული ოცნების“ წევრებმა მერს და მერიის სამსახურებს მადლობა გადაუხადეს, ოპოზიციონერმა წევრმა კი უწყება გააკრიტიკა.

მმართველი პარტიის წევრებს ოპონირებას დღეს მხოლოდ  ვაჟა დარჩია უწევდა, ოპოზიციიდან სხდომებს მხოლოდ ის ესწრება. მისი თქმით, მერია დიდთოვლობას ვერ გაუმკლავდა და დაუგეგმავად იმუშავა, რამაც მოქალაქეებს უსაფრთხოებისა და გადაადგილების პრობლემა შეუქმნა. დარჩიას შეფასებამ კოლეგების გაღიზიანება გამოიწვია, რასაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ოპოზიციონერმა წევრმა საკრებულოს სხდომათა დარბაზი განცხადების შემდეგ დატოვა, დანარჩენებმა კი  დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა გააგრძელეს.

საკრებულომ დღეს ძირითადად ტექნიკური ხასიათის ცვლილებებზე იმსჯელა და ქალაქის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი განსაზღვრა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი