რას ითვალისწინებს დევნილთა სოციალური დახმარების რეფორმა

28 აპრილი 2017, 00:00 3517 ნახვა

ჩაქვში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე კორპუსში მცხოვრებმა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრთან შეხვედრისას, 45- ლარიანი დახმარების შესაძლო გაუქმების საკითხი დასვეს. მინისტრის განმარტებით, ის პირები, ვისაც ჯერ ბინა არ მიუღიათ და 101 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ, სოციალურ შემწეობასთან ერთად, 45-ლარიან დახმარებასაც მიიღებენ.

ვინც ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, დახმარება მოეხსნება. სოზარ სუბარის ინფორმაციით, ძალაში შესვლამდე, ინიციატივა პარლამენტში უნდა განიხილონ. შეხვედრაზე მინისტრმა იძულებით გადააგილებულ იმ ოჯახებზეც ისაუბრა, რომლებმაც კომპენსაცია ერთხელ უკვე მიიღეს და ამ ეტაპზე ბინებით ვერ დაკმაყოფილდებიან. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ინფორმაციით, საკითხი დღის წესრიგში იმ პირების დაკმაყოფილების შემდეგ დადგება, ვისაც სახელმწიფოსგან დახმარება არ მიუღია.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი