დილიდან ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის ნაწილმა მუშაობა განაახლა

27 თებერვალი 2025, 10:20 567 ნახვა

დილიდან ბათუმში მუშაობა განაახლა მუნიციპალური ტრანსპორტის ნაწილმა. "ბათუმის ავტოტრანსპორტის" ინფორმაციით, ეტაპობრივად აღდგება ყველა მიმართულება.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქში ღამის განმავლობაში გრძელებოდა გზების გაწმენდითი სამუშაოები. ამ დრომდე პრობლემად რჩება ქალაქის გარეუბნებში გზების გაწმენდა და ასევე ნარჩენების გატანა.

მერიაში აცხადებენ, რომ სანდასუფუთავების მანქანებს მუშაობაში ხელს უშლის გზებზე ჩახერგილი და არასწორად გაჩერებული მანქანები.

ასევე დღეს დილით თამარის დასახლების  მიმართულებით წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური 1200 მმ-იანი მილი 2 ლოკაციაზე დაზიანდა. მერიის ინფორმაციით, ერთ ლოკაციაზე აღდგენითი სამუშაოები უკვე დასრულებულია.

ამ დროისთვის მილის სარემონტო სამუშაოები მდ. ყოროლისწყლის თავზე მიმდინარეობს. წყალმომარაგება შეზღუდული აქვს აეროპორტის გზატკეცილის, ჰელიმიშის, ნიჟარაძის, ბაქოს, მაქაცარიასა და მაიაკოვსკის ქუჩებს, მახინჯაურს, თამარის დასახლებას, ბარცხანის, წინსვლის, ორთაბათუმის მოსახლეობას, ასევე ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, შესახვევებსა და ჩიხებში მცხოვრებ აბონენტებს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი