მაღალმთიან აჭარაში გადაუღებლად თოვს. ახალი თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში 2 მეტრს, დაბალ ზონაში კი მეტრს გადააჭარბა. ხულოს მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბმა და ყველა შესაბამისმა სამსახურმა დახმარება გაუწიეს, სოციალურად დაუცველებს, მარტოხელა ადამიანებს, სპეციალური საჭიროების მქონე პირებს.
ჩართულო არიან საცხოვრებელი დახლების გადმოთოვლის პროცესში. მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ანგისა ახალციხის საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები.
ისევე როგორც ხულოს ასევე ქედისა და შუახევის სოფლებში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს თემის ცენტრებთან მისასვლელ გზებზე. მუშაობს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა. მუნიციპალიტეტებში შექმნილია საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.