დასავლეთ საქართველოში ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას- განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა გურიაში, ქობულეთში, ვანში, ხონში, მარტვილში და აბაშაში, სადაც სოფლების ნაწილს შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგია- სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხელს უშლის გადაადგილების პრობლემა, სადაც სპეციალური ტექნიკა მისვლას ვერ ახერხებს, ელექტრიკოსებს ფეხით უწევთ დაზიანების ადგილებამდე მისვლა.
არის ადგილები, სადაც ჯერჯერობით ფეხითაც ვერ ხერხდება მიახლოება. დიდთოვლობის შედეგად გადატეხილი ხეები დაეცა ელექტროგადამცემ ხაზებს. სტიქიამ მწყობრიდან გამოიყვანა სხვა ენერგოინფრასტრუქტურაც. ინფორმაციას ენერგო პრო ჯორჯია ავრცელებს.