გურიაში მცხოვრებლებს მოხალისეები ეხმარებიან

26 თებერვალი 2025, 14:01 111 ნახვა

გურიაში მცხოვრები ოჯახების დასახმარებლად ბათუმიდან მოხალისეები ჩავიდნენ, რომლებიც სოფლებში ჩარჩენილებს პირველადი დახმარების ნივთებს, საჭირო მედიკამენტებს და პროდუქტებს აწვდიან.

მოხალისეები იმყოფებოდნენ სოფელ შრომაში და აგრძელებენ იმ სოფლებში მისვლას, საიდანაც, დახმარების თხოვნაზე ყველაზე მეტი შეტყობინება შედის.

მათი თქმით, კრიტიკული მდგომარეობაა სოფელ მამათში, სადაც გაუწმენდავია გზა და არ არის ელექტროენერგია. მოხალისეები ელოდებიან დასახმარებლად საჭირო მარაგების შევსებას.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი