„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების არშესრულების ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული.
პარლამენტს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებები „ფარას“ ფარგლებში წარედგინა.
კანონმდებლობას ახალი მუხლი ემატება, რომლის გათვალისწინებით, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ დარღვევა დაისჯება – ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.