ვითარება მაღალმთიანეთში

25 თებერვალი 2025, 17:58 113 ნახვა

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში თოვლით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფელში 2 მეტრს აღწევს, ხოლო დაბაში 1 მეტრია. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გზების წმენდის პროცესს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს.
სამუშაოებში ჩართულია მუნიციპალიტეტის მერიების სპეც ტექნიკა და ადამიანური რესურსი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს თემის ცენტრებთან მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები. რაც შეეხება ელექტრო ენერგიას, შეფერხებები დღის განმავლობაში ფიქსირდებოდა როგორც ქედის, ასევე შუახევისა და ხულოს გარკვეულ სოფლებში.
ენერგო პრო ჯორჯიას ინფორმაციით, მობილიზებულია ჯგუფები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მერიებში მუშაობს 24 საათიანი საგანგებო შტაბები და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში