სახალხო დამცველმა თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია მიიღო

25 თებერვალი 2025, 09:01 155 ნახვა

თემურ ქათამაძის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატში დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია მიაწოდეს. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით,  შიმშილობის გამოცხადების დღიდან უწყება თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ზედამხედველობს და მუდმივ სამუშაო კომუნიკაციაშია  შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. 

გამოთხოვილია და მიღებულია მისი სამედიცინო დოკუმენტაცია. ცნობილია რომ ბათუმის მედროშედ წოდებული თემურ ქათამაძე  15 თებერვლიდან უარს აცხადებს როგორც მინიმალური სასიცოცხლო პარამეტრების შემოწმებაზე, ასევე სხვა გამოკვლევებზე. შიმშილობის ვადის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა განახორციელოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობა.

ასევე სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, უწყება  სწავლობს მისთვის საქართველოში საერთაშორისო დაცვაზე მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერების საკითხს, ამასთანავე მისი დაკავების პროცესში შესაძლო არასათანადო მოპყრობის შესახებ გამოძიების დასაწყებად ინფორმაცია გადაგზავნილია  სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი