დიდთოვლობა ქობულეთში

25 თებერვალი 2025, 10:50 123 ნახვა

დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ქობულეთშიც.  ამ დროისთვის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2-მეტრს აღწევს, ქალაქში კი 50-სმ-ია. თოვლმა  დააზიანა საცხოვრებელი სახლები, წააქცია ხეები.

პრობლემები შეიქმნა გარკვეულ უბნებში, ბუნებრივი აირის, ელექტრო ენერგიისა და სასმელი წყლის მიწოდების კუთხით.

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ელექტრო ენერგია მუნიციპალიტეტში 5000 აბონენტს არ მიეწოდება, გაზი 150 აბონენტს. ასევე დიდთოვლობამ 5-საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩამოანგრია.

ქობულეთში მე-2 დღეა რაც მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს. გზის გაწმენდის სამუშაოებში  16-ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული. გასაწმენდია  შიდა სასოფლო გზები. როგორც მოქალაქეები ამბობენ, სოფლებში გზის გაწმენდას ითხოვენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში