მუნიციპალიტეტებში კვლავ თოვს

25 თებერვალი 2025, 10:31 88 ნახვა

აჭარის მუნიციპალიტეტებში კვლავ ძლიერი თოვაა. საავტომობილო გზების დეპარტამენტიში აცხადებენ, რომ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

მათივე ინფორმაციით, ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში 1 მეტრია.

1,50 მეტრს აღწევს თოვლის საფარი ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში, ხოლო დაბალ ზონაში 60-70 სმ-ია.

დეპარტამენტის განცხადებით, მობილიზებულია ტექნიკა და უწყვეტ რეჟიმში ხდება ცენტრებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზების გაწმენდა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში მძღოლებს მოუწოდებენ საჭიროების შემთხვევაში, გამართული მაღალი გამავლობის ავტომობილებით იმოძრაონ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში