ბათუმში, უხვი ნალექის შედეგად, ორსართულიანი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოიშალა

24 თებერვალი 2025, 18:03 606 ნახვა

ბათუმში, თაბუკაშვილის პირველ ნომერში, უხვი ნალექის შედეგად ორსართულიანი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საცხოვრებელ ფართში, სადაც სახურავი ჩამოიშალა სამწევრიანი ოჯახი ცხოვრობს. ოჯახის წევრების განცხადებით, აუცილებელია შესაბამისმა უწყებებმა ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანონ. მათივე თქმით, სოციალურად დაუცველები არიან და საკუთარი ხარჯით ალტერნატიული ფართის ქირაობის საშუალება არ აქვთ. 

აღნიშნული შენობა "ენერგო პრო-ჯორჯიას" ყოფილი  ქვესადგურია, სადაც 12 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ  სხვა ოჯახებსაც საფრთხე ემუქებათ, რადგან მთლიანად კორპუსის ჩამოშლის საფრთხე არსებობს. ისინი უსაფრთხო ადგილას გადაყვანას ითხოვენ.

საკითხთან დაკავშირებით აჭარის მაუწყებელი ბათუმის მერიას დაუკავშირდა. მერიაში განმარტავენ რომ სტიქიის შედეგად დაზარალებულ ყველა ოჯახს გადაიყვანენ უსაფრთხო ადგილას.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში