გერმანიაში არჩევნები დასრულდა. კანცლერ, ოლაფ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტულმა პარტიამ, ეგზიტპოლებით, ხმების 16% მიიღო.
არჩევნების შედეგების თანახმად, შოლცი კანცლერის თანამდებობას დატოვებს.
„სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ (SPD) ლიდერმა, შოლცმა თავისი პარტიის მარცხი აღიარა და აღნიშნა, რომ ამ შედეგზე პასუხისმგებელი თავადაა.
მან არჩევნებში გამარჯვება მიულოცა „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერს, ფრიდრიხ მერცს. მისივე თქმით, მეორე ადგილზე გასული პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვებას არასდროს მიიღებს.
ეგზიტპოლების თანახმად, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) 29%-ით ლიდერობს.
ალის ვაიდელის ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მეორე ადგილზეა 19.5 პროცენტით.