მზად ვარ დავტოვო თანამდებობა, უკრაინაში მშვიდობის ან ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„თუ ეს უკრაინისთვის მშვიდობას ნიშნავს, თუ თქვენ ძალიან გჭირდებათ, რომ მე დავტოვო ჩემი თანამდებობა, მაშინ მზად ვარ. მეორე ამბავი – შემიძლია, ეს ნატო-ზე გავცვალო, თუ ასეთი პირობები არსებობს. პირდაპირ ვამბობ, რომ ამაზე დიდხანს არ ვისაუბროთ“, – ასე უპასუხა ზელენსკიმ ჟურნალისტის კითხვას, მზად არის თუ არა, დატოვოს პრეზიდენტის პოსტი, თუ ეს მშვიდობას მოიტანს.
ზელენსკის თქმით, ის კონცენტრირებულია უკრაინის უსაფრთხოებაზე დღეს და არა 20 წლის შემდეგ და არ აპირებს ათწლეულების განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნას. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ნატო-ს წევრობა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება.
„ჩვენ გვსურს ომის დასრულება, და პარტნიორებსაც სურთ ეს. პარტნიორებს სურთ, რომ იქ რუსეთი იყოს, და რუსეთი იქ იქნება. მართლა მჯერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს სურს და დაგვეხმარება ამ ომის დასრულებაში, მაგრამ მშვიდობა ძალის გამოყენებით უპირველეს ყოვლისა საკუთარი ძალის რუსეთისკენ მიმართვაა“,- აღნიშნა ზელენსკიმ.