საქართველოს თასის გათამაშება აჭარაში

23 თებერვალი 2025, 11:55 197 ნახვა

საქართველოს თასის გათამაშების მესამე ეტაპის მასპინძელი აჭარაა. კურორტ გოდერძიზე,  სამ ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზებენ ახალგაზრდა სპორტსმენები. გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარისა და თბილისის ,,სკი ჰაუსის“ გუნდის წევრები სლალომსა და გიგანტურ სლალომში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. ის მოთხილამურეები, რომლებიც საქართველოს თასის გათამაშების რეგიონულ ეტაპებზე დააგროვებენ მაღალ ქულებს, საქართველოს ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. ჩემპიონატი გუდაურში 4-7 აპრილს  ჩატარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში