მეორე დღეა თოვს ქობულეთში. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 40-50 სანტიმეტრია, ქალაქში კი დაახლოებით 30 სანტიმეტრს აღწევს.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ თოვლისგან იწმინდება, როგორც ცენტრალური, ასევე სასოფლო და შიდა დანიშნულების საავტომობილე გზები. სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია 10 ერთეული მძიმე ტექნიკა.
თოვლმა ქობულეთში, გზებზე წააქცია ხეები. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის რამდენიმე დასახლებაში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შეიქმნა. მათივე განმარტებით, საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს აღგენითი სამუშაოები. რაც შეეხება ბუნებრივ აირსა და სასმელ წყალს ამ დროისთვის ყველა აბონენტს შეუზღუდავად მიეწოდება.