სუს-ის სპეცოპერაცია

20 თებერვალი 2025, 14:50 204 ნახვა

უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ - აცხადებს ადვოკატი.

უფლებადამცველის ინფორმაციით, ის გაეცნო საქმის მასალებს,  რომლის მიხედვითაც გამოძიება 236-ე მუხლის მესამე ნაწილითაა დაწყებული, რაც მისივე თქმით,  კავშირში   არ არის ტერორიზმთან.  სუს-ის ინფორმაციით, კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე.

გავრცელებული ინფორმაციით კი, ვიგებთ, რომ გამოძიება   328-ე მუხლით მიმდინარეობს რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

უწყების ცნობითვე,  დაკავებულების  სახლებიდან ამოღებულია საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

კონკრეტულად კი საბრძოლო მასალა, სხვადასხვა სახის ელექტრონული მოწყობილობა, ფული და სხვა მნიშვნელოვანი ნივთები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში