თემურ ქათამაძე შიმშილობას აგრძელებს 

19 თებერვალი 2025, 14:05 205 ნახვა

ბათუმის აქციების მედროშე თემურ ქათამაძე 34-ე დღეა შიმშილობს. იგი რამდენიმე წუთის წინ მოინახულა ადვოკატმა, რომელიც აცხადებს, რომ დაკავებული შიმშილობას აგრძელებს.

თემურ ქათამაძეს მზია ამაღლობელმა გუშინდელ წერილში, თემურ ქათამაძესაც მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტისკენ.

დაკავებული მედროშე თბილისში, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრშია მოთავსებული. მან შიმშილობა 16 იანვარს დაიწყო მას შემდეგ, რაც ის მეორედ დააკავეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში