მზია ამაღლობელი 38-ე დღეა შიმშილობს - პოლიტიკური შეფასებები

18 თებერვალი 2025, 10:43 233 ნახვა

„რეჟიმს აფრთხობს ყველა პრინციპული ადამიანის არსებობა და მათი გატეხით ცდილობს საკუთარი შიშების გაქარწყლებას“ - ასე ეხმაურება  „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მზია ამაღლობელის შიმშილობას.  მისი თქმით, მცირე ცნობებიც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ მზია ამაღლობელის მდგომარეობა უმძიმესია.

ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელს რადიკალური ძალები ბრმა იარაღად იყენებენ და შიმშილობას სახელმწიფოს შანტაჟის ფორმად აფასებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში