ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმში ტრაგედიის გამო - ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები

16 თებერვალი 2025, 12:33 384 ნახვა

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამენ.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

ამ დროს განსაკუთრებით რთულია სიტყვების პოვნა ოჯახების სანუგეშოდ, ვინაიდან ენით აღუწერელია ტკივილი, რასაც ისინი განიცდიან.

 

მთელი გულით ვუსამძიმრებთ და გულწრფელ თანადგომას ვუცხადებთ უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული პატარების ოჯახებს, ახლობლებს, მთლიანად აჭარის რეგიონს და ამ დიდი ტრაგედიით შეძრულ ჩვენს საზოგადოებას“, – აღნიშნულია ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილების განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში