აქცია ბათუმში

16 თებერვალი 2025, 12:02 196 ნახვა

საპროტესტო მარში გაიმართა გუშინ ბათუმში. მსვლელობა ბათუმის ცენტრალური პარკიდან დაიწყო და ბათუმის ქუჩებში გაგრძელდა.  „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“, „ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები“ -იყო შეძახილები. აქციის მონაწილეები ჯერ გაზეთ ბათუმელების რედაქციასთან შეჩერდნენ, სადაც მზია ამაღლობელის პატიმრობა გააპროტესტეს შემდეგ კი აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს. მოგვიანებით კი მსვლელობა ბათუმის ქუჩებში გაგრძელდა  დასასრულს კი ბათუმის მერიასთან შეჩერდნენ. სადაც კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ჯარიმები, რომელიც. აქციის მონაწილეებს ფასადებზე სტიკერების გაკვრის გამო გამოუწერეს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში