ჩერნობილის კატასტროფიდან 31 წელი გავიდა

26 აპრილი 2017, 00:00 2960 ნახვა

31 წელი ჩერნობილის კატასტროფიდან. 1986 წლის 26 აპრილს, უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკი აფეთქდა. ერთ-ერთ უდიდეს ავარიად შეფასებულმა მოვლენამ კვალი დატოვა საბჭოთა კავშირის აღმოსავლეთ ნაწილზე, აღმოსავლეთ ევროპის, სკანდინავიის, ბრიტანეთისა და ამერიკის ტერიტორიებზე.  

რადიოაქტიური ნალექის უმეტესი ნაწილი კი ბელარუსში დაილექა. დიდია იმ ადამიანების რაოდენობაც, რომელთა ჯანმრთელობაზეც ავარიამ ზეგავლენა მოახდინა. დაზარალებულთა შორის იყვნენ მოქალაქეები საქართველოდან. 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი