აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე “ოცნების ქალაქში" მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმიანება, სადაც ორი მოზარდი გარდაიცვალა.
“უმძიმესი ღამეა. სიტყვებით რთულია გადმოსცე ის ტრაგედია, რომელიც “ოცნების ქალაქში” დატრიალდა. დაიღუპა ორი არასრულწლოვანი. უბედური შემთხვევის დეტალებს გამოძიება სწავლობს.
ვუსამძიმრებ ოჯახებს, შეუძლებელია სანუგეშო სიტყვების პოვნა ასეთ დროს. ჩვენ მათ გვერდით ვართ”,- აღნიშნავს თორნიკე რიჟვაძე.