„მთავარ არხს“ გვარამია აჩერებს შიგადაშიგ, რა დროს, როგორ ჩათვლის საჭიროდ, რა შუაშია გვარამია? ეგ ხომ პოლიტიკოსია, პარტიის თანათავმჯდომარე, პოლიტიკოსის რა საქმეა „მთავარი არხის“ საწვავის გადარიცხვების საქმის კურსში ყოფნა და ამით ვიშვიში, არადა, არის, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჩხეიძე აღნიშნავს, გვარამიას აქამდე ივანიშვილი ეხმარებოდა, გვარამიამ კი „ჩაუფლავა ნაღვაწი“. „მთავარმა არხმა“ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „არხის თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა და ყოველდღე დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული“. არხის განცხადების თანახმად, მუშაობენ, რათა სრულყოფილი ეთერის აღსადგენად ალტერნატიული სახსრები გამონახონ.