სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციაზე

15 თებერვალი 2025, 12:01 257 ნახვა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, საქართველოში განვითარებული პროცესების მიმართ დასავლეთის რეაქციაზე ისაუბრა და მას „არასაკმარისი“ უწოდა.
„საქართველო ყურადღების ცენტრში“ - დისკუსიის ფარგლებში ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმურობა და ერთპარტიულია. ისაუბრა, რომ საქართველოში მოსახლეობა მშვიდობიანად, თვითორგანიზებით გადის ქუჩის აქციებზე.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე ისაუბრა, აღნიშნა ნატოსა და ევროკავშირის შეწყვეტილი პროექტები საქართველოში და განაცხადა, რომ ის რაც საქართველოში ხდება დასავლეთისთვის „მეტია, ვიდრე ქართული პოლიტიკა“.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში