საპროტესტო მსვლელობები ქალაქებში

15 თებერვალი 2025, 12:00 111 ნახვა

პროტესტის მე-80 დღეს, თბილისსა და რეგიონებში აქციები გაიმართება. კერძოდ, თბილისში, 18:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება აქცია „საჯარო მოსამსახურეები უსამართლო სისტემის პირისპირ!“. აქციის მონაწილეები მოგვიანებით მსვლელობას შეუერთდებიან. 18:00 საათიდან, ევროპის მოედნიდან მსვლელობა გაიმართება სახელწოდებით  „არა რუსულ დიქტატურას!" რაც შეხება რეგიონებს, 13:00 საათზე, სარფში გაიმართება საპროტესტო  აქცია. ხოლო 19:00 საათზე, ბათუმში გაიმართება აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან სახელწოდებით „სამშობლოს სამსახურში!“

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში