15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა.
მიხეილ სარჯველაძემ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ერთ-ერთ პაციენტს, რომელმაც მკურნალობა დაასრულა, გამოჯანმრთელება მიულოცა. მინისტრმა სხვა ბენეფიციარებიც მოინახულა და მათი მკურნალობის პროცესს ადგილზე გაეცნო.