''მომავლის თაობის'' ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში განხორციელებული პროექტი ''თავისუფლება უფლებების საწინდარია'' პროექტის ავტორებმა და მონაწილეებმა შეაჯამეს. მათ განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრეს. ცნობიერების ამაღლების მიზნით საჯარო სკოლებში ბულინგის შესახებ თეორიული და პრაქტიკული კონფერენციები და იმიტირებული თამაშები ჩატარდა. პროგრამის მთავარი თემა სწორედ ბულინგის საკითხს ეხებოდა.