მზია ამაღლობელი 30-ე დღეა შიმშილობს

10 თებერვალი 2025, 14:01 118 ნახვა

დაკავებული მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი უკვე ერთი თვეა შიმშილობს.  მის ჯანმრთელობის მდგომარეობას კლინიკა ვივამედში ექიმები აკვირდებიან, როგორც მისი ერთ-ერთი ადვოკატი, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ამბობს, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი მოითხოვს, კვლევების ჩატარების შემდეგ დააბრუნონ პენიტენციურ დაწესებულებაში.

მანვე აღნიშნა, რომ დღეს ჩატარებული დამატებითი კვლევების შედეგებით გადაწყდება, დატოვებენ მზია ამაღლობელს კლინიკაში თუ დააბრუნებენ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში