დაკავებული მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი უკვე ერთი თვეა შიმშილობს. მის ჯანმრთელობის მდგომარეობას კლინიკა ვივამედში ექიმები აკვირდებიან, თუმცა თავად პატიმარი ჟურნალისტის სურვილია, რომ ის ისევ პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნონ. ამის მიუხედავად, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის რეკომენდაციაა, რომ მზია ამაღლობელზე უწყვეტი მონიტორინგი კლინიკის ფარგლებში გაგრძელდეს, რადგან შესაძლოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნებისმიერ წუთს შეიცვალოს.
მოშიმშილე ჟურნალისტი გუშინ კიდევ ერთხელ მოინახულა ომბუდსმენის წარმომადგენელმა. სავარაუდოდ, დღეს მასთან შევლენ ადვოკატები.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.