შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ბაზაზე, ქიმიური, ბიოლოგიური და რადიაციული საფრთხეების გამოვლენისა და მათზე რეაგირების საკითხებზე ტრენინგი დაიწყო.
უწყების თანამშრომლები თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს გაივლიან. ტრენინგებს ამერიკელი სპეციალისტების მიერ გადამზადებული ინსტრუქტორები ატარებენ. სწავლება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერითა და ჩართულობით მიმდინარეობს.