თემურ ქათამაძე 24-ე დღეა შიმშილობს

09 თებერვალი 2025, 13:50 171 ნახვა

რა ტიპის სამედიცინო გამოკვლევები უტარდება ბათუმის აქციების მედროშედ ცნობილ  თემურ ქათამაძეს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა? უფლებადამცველები ამბობენ, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად შსს-ს ინფორმაცია არ მიაწოდა.

თემურ ქათამაძე  უკვე 24-ე დღეა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში შიმშილობს. ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებულს უჭირს გადაადგილება და თვალსაჩინოა წონის კლებაც.

თურქეთის მოქალაქე, ეთნიკურად ქართველი თემურ ქათამაძე შსს-მ მიმდინარე წლის  ჯერ 11,  შემდეგ 16 იანვარს დააკავა. 11 იანვარს ის ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული და იზოლატორში 5 დღე გაატარა. იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ,  16 იანვარს ქათამაძე ხელახლა დააკავეს.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 18 იანვრის ბრძანების საფუძველზე, მისი გაძევების საქმის განხილვამდე, იგი მოთავსდა მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში.

ცენტრში მოთავსებისთანავე ქათამაძემ შიმშილობა დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში