კანონპროექტი ინიცირებული არ არის და ვიღაცები ლაპარაკობენ მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე. გამოდის, რომ დიდ ბრიტანეთში მედიის თავისუფლება შელახული ყოფილა, ეს სასაცილოა - თუ პრობლემა არსებობს, რატომ არ უნდა განიკურნოს ქვეყანა ამ მძიმე სენისგან?- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „მედიის შესახებ“ კანონში დაანონსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მედიასთან დაკავშირებით ცვლილებები არა საჭირო, არამედ, აუცილებელია. ეს განცხადებაც და ინიციატივაც ოპოზიციისთვის კრიტიკის საფუძველია.