მომდევნო 3 დღის განმავლობაში საქართველოში მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთის დაბლობში +25, +30, აღმოსავლეთის ბარში +19, +24 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა.
დღეს ტემპერატურა გათბება და ბათუმში თბილი ამინდი იქნება, თბილი ამინდი შენარჩუნდება ხვალაც, თუმცა იქნება მცირე მოღრუბლულობა (მზიანი ამინდი) უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +10, დღისით +21°.
ხვალ გოდერძის უღელტეხილზე, ხულოსა და შუახევში პერიოდულად ღრუბლიანობა მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +4 დღისით +18°.
ქედასა და ხელვაჩაურშიც იქნება ღრუბლიანობის მომატება, თუმცა აქაც უმეტესად უნალექოდ. ღამით +8 დღისით +18-22 გრადუსი სითბო.
ქობულეთში ჰაერის ტემპერატურა +20° გათბება, იქნება მზიანი ამინდი თუმცა მცირე მოღრუბლულობით.