"განათლება დემოკრატიის გადასარჩენად" - ამ სლოგანით პროფესორ- მასწავლებლების აქცია გაიმართა ბათუმში.
პედაგოგები და ლექტორები ცენტრალური პარკის კოლონადებთან შეიკრიბნენ და მარში მოაწყეს. მათ ხელისუფლების მისამართით არაერთი გზავნილი აქვთ. მათ შორის, ქვეყნის ევროპული კურსისა და საქართველოს დაცვა დასავლეთთან იზოლაციისგან. ისინი მოითხოვენ ასევე, აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას.
აქციის მონაწილეებმა მემედ აბაშიძის ქუჩის გავლით, აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს, სადაც უწყვეტ პროტესტს შეუერთდნენ.
საპროტესტო აქციები ბათუმში 72 დღეა იმართება.