ჩახსნილი სიები ოპოზიციაში დაპირისპირების საფუძველი ხდება. რა ახსნას უძებნიან სოციალურ ქსელში გახარიას პარტიის მხარდამჭერების მიერ დაწყებულ კამპანიას პარტიები და რა მოლოდინებია მმართველ გუნდში. შევლენ თუ არა გახარიას პარტიის წევრები პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში - ეს არის ახლა მთავარი შეკითხვა, რომელიც ოპოზიციური პარტიების ნაწილს აინტერესებს. ბრაზობენ გახარიას პარტიის მიერ გავრცელებულ მადისკრიმინებელ ქარდებზე, ისინი არამიზნობრივს უწოდებენ.
ვისი დავალებით ავრცელებენ გახარიას მხარდამჭერები აღნიშნულ ინფორმაციას, ამ კითხვაზე პასუხს თხოვენ ადრესატ პარტიას. თავის მხრივ, გახარიას პარტიის წარმომადგენელი გოჩა გუგუნავა კი აცხადებს,რომ არ აპირებს უმაღლეს საბჭოში შესვლას, მაკრიტიკებელ ოპოზიციას კი იმ საუბრებს ახსენებს, რომლის მიხედვითაც, უარი არ უნდა ეთქვათ სადეპუტატო მანდატებზე. მეტიც, აზუსტებს, რომ მის პარტიას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს. როგორი კონფიგურაცია იქნება აჭარის უმაღლეს საბჭოში?
ქართულ ოცნებაში ირწმუნებიან, რომ პარლამენტისგან განსხვავებული - არა. თუ წინა მოწვევაში ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო და არ უწყდებოდათ უფლებამოსილებები, ახლა ასე აღარ იქნება. დავით ბაციკაძემ, გოჩა გუგუნავას პარტიულ ბრალდებასაც უპასუხა.