მზია ამაღლობელი 22-ე დღეა შიმშილობს

02 თებერვალი 2025, 15:02 99 ნახვა

უკვე 22 დღეა მზია ამაღლობელი პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს. ჟურნალისტს დღეს საპატიმროში სახალხო დამცველის წარმომადგენელი მოინახულებს და  მედიამენეჯერის ჯანმრთელობის შესახებ მოგვიანებით კომენტარსაც გააკეთებს. მოშიმშილე ჟურნალისტისთვის სიღრმისეული კვლევის ჩატარება მომავალ კვირას იგეგმება, თუმცა რა სამედიცინო კვლევებზეა საუბარი ამ ეტაპისთვის უფლებადამცველი ვერ აკონკრეტებს. შესაძლოა, ჟურნალისტს კვლევები კლინიკა ვივამედში ჩაუტარდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში