საპროტესტო აქციები გერმანიაში

02 თებერვალი 2025, 11:59 80 ნახვა

საპროტესტო აქციები იმართება გერმანიაშიც, სადაც რამდენიმე ქალაქში „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ მიგრაციულ პოლიტიკასა და ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წინააღმდეგ ათობით ათასი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. ჰამბურგის პოლიციის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში 65 ათასი ადამიანი შეიკრიბა, ორგანიზატორები კი აცხადებენ, რომ მათი რიცხვი 80 ათასამდე იყო. საპროტესტო გამოსვლები ასევე გაიმართა ლაიფციგში, ბრემენსა და სხვა ქალაქებში. მანამდე, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა წარადგინა მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრების კანონპროექტი. ინიციატივამ, რომელსაც მხარი დაუჭირა პარტიამ “ალტერნატივა გერმანიისთვის”, ბუნდესტაგში საკმარისი რაოდენობის ხმები ვერ მიიღო.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში