მშენებარე კორპუსში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

25 აპრილი 2017, 00:00 7139 ნახვა

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში 67 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ნორმების უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ის მშენებლობაზე დასაქმებული არ იყო და კამერების ჩანაწერების მიხედვით, კორპუსში ღამით შეიპარა. მამაკაცი ლიფტის შახტასთან სავარუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა. 

ცხედარი ლევან სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.   ადგილზე საპატრულო პოლიციისა  და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იმყოფებოდნენ.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში