აქციის მონაწილეების თქმით კარავი პოლიციამ უკანონოდ გაიტაცა

29 იანვარი 2025, 21:41 175 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი მალხაზ ჭკადუა აცხადებს, რომ კარავი პოლიციამ უკანონოდ გაიტაცა. მისი თქმით აქციის მონაწილეებს ჰქონდათ უფლება გაეშალათ კარავი და ამ ფორმით გაეგრძელებინათ პროტესტი. „კანონის მიხედვით ადმინისტრაციული შენობიდან 20 მეტრზე ახლოს არ შეიძლება კარვის გაშლა. ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის მთავრობის შენობისგან 20 მეტრის დაშორებით ვაპირებდით კარვის გაშლას, მაგრამ პოლიციამ ჩამოგვართვა კარავი და გაიტაცა. ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები,მათ შორის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი“, - განაცხადა ჭკადუამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში