ხმაური ბათუმის საკრებულოს სხდომაზე

29 იანვარი 2025, 15:06 166 ნახვა

ხმაურის ფონზე დაიწყო ბათუმის საკრებულოს სხდომა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე "ლელო საქართველოსთვის" წევრმა ვაჟა დარჩიამ განცხადება გააკეთა. ოპოზიციონერმა წევრმა აჭარის სამმართველოსთან მისი დაკავების ფაქტსა და პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე ისაუბრა. 

კოლეგებს წინა ხელისუფლება შეახსენა და უთხრა, რომ ძალადობრივი რეჟიმის გამო “ქართული ოცნებაც”  მათ გზას გაუყვება. მისივე განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა დამნაშავეები შეიწყალა და ახლა მშვიდობიან მომიტინგეებს აპატიმრებენ.

მიხეილ ყაველაშვილი არალეგიტიმური პრეზიდენტად მოიხსენია, რასაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ვაჟა დარჩია ერთადერთი ოპოზიციონერი დეპუტატი იყო ვინც დღეს სხდომაზე მივიდა, თუმცა მალევე დატოვა.

რაც შეეხება სხდომას, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ოპოზიციის გარეშე განიხილეს და მიიღეს. მათ შორის, ცვლილებები სხვადასხვა დანართში და ასევე სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე ოჯახს სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში