თემები, რომლებზეც მთავარის გუნდი ამ წუთებშიც მუშაობს და ვრცლად, 9 საათიდან გიამბობთ.
- ბათუმის აქციიდან თვენახევრის შემდეგ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ 19 პირს ერთი დაემატა, ერთისთვის კი ჯერ ბრალი არ წარუდგენიათ. რა ეტაპზეა გამოძიება და როდის დაიწყება საქმის არსებითი განხილვა? დეტალები მთავარში 9-ზე.
- ორდღიანი ძლიერი ქარი და სტიქიის შედეგები. რეგიონში ზარალს ითვლიან, მოსახლეობა დახმარების მოლოდინშია. რეპორტაჟი მუნიციპალიტეტებიდან ნახევარ საათში.
- 1 მაისიდან ბათუმში, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა მხოლოდ ახალი ბარათებით იქნება შესაძლებელი. საკრებულო რამდენიმე დღეში ელექტრონულ საჯარიმო სისტემასაც განიხილავს.
- საერთო წარსული, საერთო მომავალი - ბათუმში ამერიკა-საქართველოს 25 წლიანი ურთიერთობის ისტორიას იხსენებენ.