მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველი. ლევან იოსელიანის თქმით, მზია ამაღლობელს საკანში არსებულ პირობებთან დაკავშირებით და ადმინისტრაციის მხრიდან დამოკიდებულებასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ აქვს. ქალბატონი მზია თავს გრძნობს ნორმალურად - თქვა ბრიფინგზე სახალხო დამცველმა.