ცნობილია კიდევ 4 მძევლის ვინაობა, რომელთაც „ჰამასი“ დღეს, ცეცხლის შეწყვეტის პირველი ფაზის ფარგლებში გაათავისუფლებს. ოთხივე მათგანი ქალი სამხედროა და მათ 180 პალესტინელ პატიმარში გაცვლიან, რომლებიც ამჟამად ისრაელის ციხეებში იმყოფებიან. „ბიბისის“ ცნობით, დაჯგუფება ასევე გამოაქვეყნებს ინფორმაციას დარჩენილი 26 მძევლის შესახებაც, რომლითაც ეტაპობრივად, შეთანხმების ფარგლებში, 5 კვირის განმავლობაში გაათავისუფლებენ. მათ შორის არიან ბიბასების ოჯახი, მშობლები და 2 მცირეწლოვანი ბავშვი, რომელთაგან ყველაზე უმცროსი გატაცების დროს 10 თვის იყო. შეგახსენებთ, რომ „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში 19 იანვარს შევიდა და ის 3 ეტაპს მოიცავს, ამასთან, ისრაელმა უარი თქვა იმ პატიმრების გათავისუფლებაზე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ 7 ოქტომბრის თავდასხმაში.