მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა

25 იანვარი 2025, 10:06 162 ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან შეხვედრა გამართა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-სომხეთის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები; აღნიშნეს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა და ხაზი გაუსვეს მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის დადებით დინამიკას.

„საუბარი შეეხო მომავალ კვირას დაგეგმილ საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომას, რომელიც კარგი შესაძლებლობაა თანამშრომლობის ახალი მიმართულებების გამოსაკვეთად. ასევე, დადებითად შეფასდა, იანვრის ბოლოს, საგარეო საქმეთა მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში.

 

მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა ორი ქვეყნის ურთიერთობათა შემდგომი გაღრმავების მიზნით“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში