საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. საქართველოს სტენდი მსოფლიოს წარმომადგენლებს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს აცნობს.
ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ექნებათ 5 დღის განმავლობაში საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნონ, დააგემოვნონ ქართული კერძები და ღვინო. დელეგაციის წევრების ინფორმაციით, ქართულმა სამზარეულომ გამოფენის ვიზიტორებს შორის დიდი მოწონება დაიმსახურა.