ტიტე აროშიძის მანდატს აჭარის უმაღლეს საბჭოში სავარაუდოდ ლაშა სირაბიძე გადაიბარებს

22 იანვარი 2025, 14:25 426 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისიტეტის ახლადარჩეულ რექტორს, აჭარის უმაღლეს საბჭოში, სავარაუდოდ ლაშა სირაბიძე ჩაანაცვლებს.

კანონმდებლობის შესაბამისად, რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში, ტიტე აროშიძის ადგილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში მისმა მომდევნო წევრმა უნდა დაიკავოს,  ასეთი კი ლაშა სირაბიძეა.  აჭარის უმაღლეს საბჭოში აროშიძის ადგილმონაცვლე დეპუტატის შესვლამდე, კანონმდებლებმა მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უნდა იმსჯელონ.

პროცედურების დასაწყებად უმაღლესი საბჭოში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან შესაბამის დოკუმენტაციას ელოდებიან. სწორედ ამის შემდეგ  გაიმართება რიგგარეშე პლენარული სხდომა, რომელზეც ტიტე აროშიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს დააყენებენ.

ვინ გადაიბარებს ტიტე აროშიძის მანდატს, ამას უკვე უმაღლესი საარჩევნო კომისია გაარკვევს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი