აქცია აჭარის მთავრობის სახლთან გუშინ კვლავ გაიმართა. აქციის მონაწილეები დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას, ხელახალ არჩევნებს და მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვდნენ.
ასევე აცხადებდნენ, რომ სასტუმრო შერატონის ადმინისტრაციამ დროულად უნდა გაასაჯაროვოს კადრები, რომელიც ასახავს მომხდარ ინციდენტს.
აქციის მონაწილეები სასტუმროს ადმინისტრაციას ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ და ფიქრობენ, რომ მათი მოთხოვნის მიუხედავად, სასტუმრო კადრების გასაჯაროებას არ აპირებს. აქციაზე იმყოფებოდნენ მესამე სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, პროტესტს არ შეაჩერებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.