ჰამასის ტყვეობიდან გათავისუფლებული სამივე მძევლის მდგომარეობა სტაბილურია

20 იანვარი 2025, 10:01 100 ნახვა

სამი ისრაელელი მძევალი - რომი გონენი, დორონ შტაინბრეხერი და ემილი დამარი,  რომლებიც ჰამასმა გაათავისუფლა საავადმყოფოში ოჯახის წევრებს შეხვდნენ. ყოფილ მძევლებს გარს ეხვივნენ  საყვარელი ადამიანები, რომელთაგან ბევრი 2023 წლის ოქტომბრიდან მძევლების გათავისუფლების აქტიურ კამპანიას მართავდა.

ჰამასის ტყვეობიდან გათავისუფლებული მძევლები ვერტმფრენით თელ-ავივის საავადმყოფოში გადაიყვანეს. კვირას ნაშუადღევს წითელმა ჯვარმა ისინი ღაზის ცენტრალური ნაწილიდან აიყვანა და შემდეგ ისრაელის არმიას გადასცა.

გათავისუფლებულები დედებს სამხედრო დაწესებულებაში შეხვდნენ, სანამ შებას საავადმყოფოში გადაიყვანდნენ. 33 მძევლიდან პირველი სამი ქალის გათავისუფლება შეთანხმების პირველი ეტაპის მიხედვით, ისრაელის ციხეებში მყოფი 90 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ მოხდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი